ამ წუთებში თბილისში, თაქთაქიშვილის ქუჩის 6 ნომერში, ახალაშენებულ კორპუსში მტაცებელ ცხოველს ეძებენ. როგორც ადგილიდან „კვირას“კორესპონდენტი იტყობინება, ადგილობრივმა მოსახლეობამ ვეფხვი მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა და შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციას აცნობა.
სამართალდამცველები ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას მათივე უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. თაქთაქიშვილის ქუჩაზე საპატრულო პოლიციასთან ერთად ამ წუთებში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებიან. მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. სამართალდამცველები პერიმეტრი იცავენ.
წყარო: http://kvira.ge/