თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე “გურია ნიუსის“ კითხვაზე, რამდენად ზუსტია “გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ ქართველი პოლიციელები მოკლულ ცხოველებთან სელფს იღებდნენ, პასუხობს, რომ “გამოცემამ გადააჭარბა“.
მკითხველს შევახსენებთ, რომ “გარდიანმა“ თბილისის ზოოპარკის თანამშრომლების ნაამბობზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქართველი პოლიციელები ლიკვიდირებულ ცხოველებთან სელფს იღებდნენ.
ზოოპარკის დირექტორმა სულ ცოტა ხნის წინ პრესკონფერენცია გამართა და დაადსტურა, რომ ისევ ეძებენ ერთ ვეფხვს და ერთ აფთარს.
ზოოპარკის დირექტორი ამბობს, რომ მას სამთავრობო უწყებიდან მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ვეფხვი, რომელმაც დღეს ადამიანი იმსხვერპლა, უკვე ლიკვიდირებული იყო, თუმცა, არ დაუკონკრეტებია თუ რომელმა უწყებამ მიაწოდა ეს ინფორმაცია.
The Guardian-ი დახოცილ ცხოველებთან ქართველი პოლიციელების სელფის შესახებ