ამ წუთებში სოციალურ ქსელში სპეციალური ჯგუფი გაიხსნა: – მხარდაჭერა ზურაბ გურიელიძეს! მოვითხოვთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის და თბილისის მერის დაუყოვნებელ გადაგომას. დღეს, 8 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.
“დღეს, პრემიერმა, მას შემდეგ, რაც ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძეს ერთ საათი კითხავდნენ, განაცხადა, რომ მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა შტაბს. გურიელიძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი ბრალია რაც დღეს მოხდა. ეს არის აბსურდი და აქვე ვამტკიცებთ, თუ რატომ: ზოოპარკის თანამშრომლები გუშინ ამბობდნენ, რომ აკლიათ ორი ვეფხვი, აფთარი და არ იყვნენ დარწმუნებული დათვზე. ეს დოკუმენტურადაც მტკიცდება.
დღეს, როდესაც პირველმა ვეფხვმა დაგლიჯა ადამიანი, სამართალდამცავები ვერ აკონკრეტებდნენ ეს იყო ლომი თუ ალბინოსი ვეფხვი. ეს ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ან ერთი ან მეორე შეიძლება იყოს გარეთ.
შევიკრიბოთ, გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ზურაბ გურიელიძის მიმართ და მოვითხოვოთ ქვეყნის და ქალაქის მთავრობის მეთაურების გადადგომა,“ – ნათქვამია სპეციალურად გავრცელებულ განცხადებაში.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ამ წუთებში ზურაბ გურიელიძე პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.