სოციალურ ქსელში, ვიცე-პრემიერი, კახა კალაძე თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
"ვიმყოფები სამეგრელოში და ვიგებ, რომ დილით დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა აიღო ზოოპარკის დირექტორმა.
ვხედავ ხალხის აღშფოთებას და კვლავაც ვიმეორებ – უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს, როგორ მოხდა ეს ტრაგედია.
უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს! როცა ხდება ასეთი მაშტაბური ტრაგედია, როცა ხდება ასეთი უბედური შემთხვევა, როცა მთელი ქალაქი, ქვეყანა ნერვებზეა და ჯერაც შოკიდან არ გამოსულა, უბრალოდ უხერხულია ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება.
მე ყოველთვის ვამაყობდი, რომ მიღწევები არის გუნდური, მე ყოველთვისუნდა მწამდეს, რომ პასუხისმგებლობაც გუნდურია.
ვწუხვარ კიდევ ერთხელ და სამძიმარს ვუცხადებ დღეს დაღუპულის ოჯახს."