ასეულობით მოხალისე, რომლებიც ამ დღეებში კატასტროფის კერებში მუშაობენ და ტალახთან უწევთ შეხება, შესაძლოა საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ _ დაზიანებული კანის ტალახთან ან მიწასთან შეხებისას, ჩნდება ტეტანუსის ჩხირების შეჭრის საშიშროება.
ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ და გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ: “ანტიტეტანურ ვაქცინასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო გაცნობებთ, რომ ვაქცინაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით უფასოა პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში. ასევე უფასოა ვაქცინაცია იმუნიზაციის ცენტრში, რომელიც მდებარეობს ტაშკენტის N10-ში და მუშაობს 24 საათიან რეჟიმში.
სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს რეკომენდაციებს ადგილზევე აძლევენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები.
შეგახსენებთ, რომ ანიტეტანური ვაქცინის გაკეთების საჭიროება დგება დაზიანებულ კანთან მიწის ან ტალახის მოხვედრის შემთხვევაში“.
მოხალისეებს ვთხოვთ, დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე- 1505