თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში 29 წლის ბიჭი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ლაბორატორიული ანალიზების პასუხები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი, იგივე H1N1-ია.
პაციენტი ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან ოჯახის მოთხოვნით, გუშინ ღამით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო.
წყარო: პირველი რადიო