https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მზის კოლექტორის “შერეკილი” მესაჭე სასწაულებს გვპირდება

2:02; 9.02.2012
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართველ ხალხს ხილისა და აქედან გამომდინარე, ჩირის არსებობა მაინც და მაინც არ უკვირს, მაგრამ ის, რაც ოთარ ხმელიძის ოჯახში ვნახეთ, იმდენად საინტერესო და ეკონომიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით,ყურადსაღებია, გადავწყვიტეთ, მისი უშუალო მონაწილეობით მკითხველისთვის მოგვეთხრო, რა ხდება მელექედურის ერთ მყუდრო ოჯახში, საიდანაც შეიძლება მალე ახალი “შერეკილი” გაფრინდეს. უდავოა, გურიაში კივის ჩირის დამზადების ტექნოლოგია მალე ძალიან პოპულარული გახდება.

მცირე ბიზნესში მოსვლა წინასწარ არ დაუგეგმავს _ ყველაფერი სტიქიურად მოხდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მკვიდრმა, ოთარ ხმელიძემ “ბნელ წლებად” ცნობილ პერიოდში, როგორც კი ელექტროენერგია სანთელმა და ნავთმა შეცვალა, გადაწყვიტა, სახლთან ახლოს ჩამომავალ პატარა მდინარე დედაბერაზე მცირე ჰესი გაეკეთებინა. პროფესიით ინჟინერს ჩხირკედელაობა არ გასჭირვებია და მცირე ჰესის შემდეგ, რომლითაც ათამდე ოჯახს ელექტროენერგიას აწვდიდა, ჩაის გადამამუშავებლი მიკროდანადგარიც გააკეთა. დაიწყო ჩაის გადამუშავება, როგორც თავისთვის, ისე _ სხვებისთვის. კლიენტურას მეგობრულად, მეზობლურად და შეღავათიანად ემსახურებოდა. ე. წ. მინდი, როგორც გადამუშავებული ჩაის, ისე ფქვილისა და სიმინდის სახით იმ საზიარო წისქვილიდანაც ჰქონდა, რომელიც ჰესთან ახლოს, რვა ოჯახთან ერთად აქვს აგებული. როგორც ამბობს, 50 ტონა ჩაიც კი აქვს გადანამუშავები. ნასაკირალის, ბაილეთის და მელექედურის მოსახლეობა, უმძიმეს წლებში, სწორედ ამ დანადგარის საშუალებით ამზადებდა პროდუქციას, რომელიც გაჰქონდათ ბაზარში და ოჯახებს არჩენდნენ.

ასე ნელ-ნელა და თანდათან სძლია ოთარ ხმელიძემ უგზოობისა და უშუქობის ხანას და გაუჩნდა ახალი იდეა, რომლის გახორციელებითაც მიიღო ის შედეგი, რაც ჩვენი წერილის მთავარი თემაა.

კივის ჩირი _ ბევრი ვერ დაიკვეხნის, რომ ჩვენში დამზადებული ეს უგემრიელესი ცუკატი მიურთმევია. ოთარ ხმელიძის დანადგარს ხარისხიანი, არომატული და ნუგბარი ჩირის დამზადება შეუძლია.

_ ბატონო ოთარ, როგორ გაჩნდა იდეების “წვიმაში” კივის ჩირის დამზადების იდეა?

_ იდეა შვიდი წლის წინ გამიჩნდა. არა ერთხელ მიფიქრია, შემოტანილ, დაცუკატებულ ხილს რომ შეხედავ მაღაზიებში, შეღებილი კია თვალშისაცემი, მაგრამ ჩაის არ იყოს, ჩვენი გაცილებით ნატურალურია, გამორჩეული გემო აქვს და რატომ ვერ უნდა გავაკეთო,-მეთქი? მთავარია, როგორ დავამუშავებთ. ჩემი მუშაობის ამოსავალი წერტილია მზის ბატარეა. თუმცა, ღია ცის ქვეშ არ ხდება ხმობა. ეს პროცესი მიმდინარეობს სპეციალურ დანადგარში, სადაც სუფთა და ხარისხიანი პროდუქცია მიიღება.

_ რა დანადგარია ეს?

_ ეს არის მზის კოლექტორი, რომელზეც მაგარი, 5-წლიანი გამძლეობის ცელოფანია გადაკრული. მას აქვს სითბოს მიმღები პანელი და საშრობი კამერა. დანადგარის გაკეთება 2 500 ლარი დამიჯდა. ძალიან ბევრი მასალა დასჭირდა: თუნუქის ფურცლები, ფიცრები…Ц გარედან არ ჩანს. შემინვა აუცილებლად სჭირდება. თუმცა, იაფად რომ გამოვიდე, ცელოფანს ამიტომ ვამჯობინებ. საერთოდ, მე დანადგარებს ვაკეთებ და ვყიდი, ასევე დაინტერესებულ ადამიანებსაც ვუკეთებ, როცა საჭირო ნაწილები მოაქვთ. თუ ადამიანმა ვიზუალურად არ ნახა ეს დანადგარი, ისე სრულად ვერ აღიქვამს მის კონსტრუქციას.

_ რამდენ გრადუსზე ადის ტემპერატურა მზის კოლექტორში?

_ 70-80 გრადუსზე. ეს სავსებით საკმარისია ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად. ეს არის ალტერნატიული ვარიანტი _ ამით ელექტროენერგია იზოგება, თორემ მე კი გითხარით, რომ მცირე ჰესი მქონდა. ახლა კი შუქის პრობლემა გადაჭრილია.

_ მზის ენერგიას კიდევ რისთვის იყენებთ?

_ თავიდან წყლის გასათბობად ვიყენებდი. ახლა კი უპირველესი ფუნქცია აკისრია _ კივის ჩირის გახმობა!

_ ბატონო ოთარ, კივის ნაყოფი სიმწიფის რა სტადიაში უნდა იყოს, რომ გასახმობად მოამზადოთ?

_ ნახევრად მწიფე, უფრო სწორად, შემწიფებული. აუცილებლად უნდა გავთალოთ. ისე კი, ნებისმიერი ხილი, რომელიც გაუთლელად იჭმევა, ასევე გაუთლელადვე შეიძლება, გავახმოთ, დავაცუკატოთ. გამიკეთებია ლეღვის, ვაშლის, ფეიხოას ჩირი. ტყემალიც კი გავაშრე. გამხმარი, გეგონება, ცარიელი კურკააო, მაგრამ როცა მოხარშავ და შეკმაზავ, ისეთივეა, როგორც ახლად მოკრეფილი ტყემალი.

_ როგორი ტექნოლოგიით იწყებთ საჩირე მასალის მომზადებას?

_ საჩირე მასალა არ უნდა იყოს გადამწიფებული. თავიდან ვთლი, თუ გასათლელია. მოვაგროვებ ერთად. შემდეგ მოვადუღებ მწიფე ხილის სიროფს ასეთი წესით _ ავიღებ მწიფე მსხალს, მოვხარშავ და გადავწურავ ამ ნახარშს. მერე კვლავ ვადუღებ. რაც მეტს ვადუღებთ, უფრო ტკბილი იქნება. შემდეგ ამ სიროფში ჩავყრი გათლილ კივს, გავაჩერებთ შიგ. შეიძლება წამოვადუღოთ კიდეც. მერე გადმოვიღებ და ვაშრობ კოლექტორში. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, შემიძლია, ვასწავლო ეს ყველაფერი.

_ მსხლის ნახარშში შაქრის ჩაყრა არ არის საჭირო?

_ თუ საკმაო სიტკბო აქვს, არა. ამიტომ ვამბობ, რომ კარგად დამწიფებული და ტკბილი ხილი უნდა შევარჩიოთ. შაქრის ეკონომიაა. ისე კი, შაქრითა და წყლითYგაკეთებული სიროფითაც შეიძლება დავატკბოთ კივი.

_ ბატონო ოთარ, მე როცა გავიგე ამის შესახებ, სულმა მძლია და ვიდრე თქვენთან მოვიდოდი, ჩვეულებრივად გავახმე, როგორც ხურმის ჩირს ვაკეთებთ და ძალიან კარგი იყო.

_ რატომაც არა. დიდი სიმჟავე არ აქვს. ზოგს პირიქით, სიროფში ამოვლებული არ მოეწონება. ამის საჭიროებას მომხმარებლის პოზიციაც განსაზღვრავს.

_ ჩირის კეთების მეთოდს ფანტაზიით ხვეწთ?

_ ვსარგებლობ ინტერნეტითაც, მაგრამ ხშირად ჩვენი ხალხის სამზარეულო წიაღში ვიხედები და ბევრ საინტერესოს ვპოულობ. მაგალითად, მსხლის ნახარშის სიროფს ადრე აჭარაში იყენებდნენ და ახლაც პოპულარულია. სხვათა შორის, ტყემლის გახმობაც ძველი ქართული მეთოდია.

_ ბატონო ოთარ, მურაბის ან ჯემის ბიზნესს ხომ არ აპირებთ?

_ არავითარი. გამოვრიცხავ ქილებთან და წვენთან ურთიერთობას. მე მხოლოდ ცუკატებზე უნდა ვიმუშაო, ოღონდ მიღების ფორმებს ვაუმჯობესებ. ახლა დაწყებული მაქვს ვაკუუმ-დანადგარის მშენებლობა, რაც საბოლოოდ გააუმჯობესებს და ხარისხს აუმაღლებს ჩემს პროდუქციას.

_ აქ ვხედავთ, რომ სართულები მაღლა მიიწევს. რა სახის იქნება საბოლოოდ თქვენი ვაკუუმ-დანადგარი?

_ ვაკუუმ-დანადგარში ანუ გაიშვიათებულ გარემოში მოხდება სიროფის ხარშვა. ამ დანადგარში გამოყვანილი საჩირე მასალა თითქმის მთლიანად ინარჩუნებს ვიტამინებს. სწორედ ეს არის საინტერესო _ აქ 60 გრადუსზე ხდება ხარშვა. ამიტომ არ იკარგება ვიტამინები და ხილი ხდება გამჭვირვალე, ქარვისფერი. ასე რომ, მივიღებ ისეთ პროდუქციას, რომლის დაწუნებას ვერავინ შეძლებს.

_ რა პროცესშია ახლა თქვენი დანადგარის მშენებლობა და სრულ ფორმაში როდის შეიძლება ვიხილოთ?

_ კომპრესორი მაქვს. ახლა მჭირდება ორმაგკედლიანი ჭურჭელი. მეორე სართულის მშენებლობას მალე დავამთავრებ. ერთ შენობაში ვუყრი თავს ყველაფერს, ანუ ერთად იქნება ვაკუუმ-დანადგარი და მზის კოლექტორი.

_ რაღაც ძალიან მაღლა მიიწევთ, ბატონო ოთარ, “შერეკილები” გახსოვთ?

_ კი, აუცილებლად გავფრინდები. (იცინის).

_ ამ ყველაფერს თანხა სჭირდება. სესხებით თუ სარგებლობთ?

_ ბანკ “კონსტანტადან” და “ტაოპრივატბანკიდან” ვსარგებლობ სესხით. ძირითადად ამით ვაკეთებ ყველაფერს, თორემ უფრო წინ ვიქნებოდი, საკუთარი ეკონომიკა რომ მქონოდა. ერთი პერიოდი ავადმყოფობამაც შემიშალა ხელი.

_ ახლა უმთავრეს საკითხზე მინდა გკითხოთ, გასაღების ბაზარი როგორი შეიძლება იყოს, გაგიყიდიათ ჩირი?

_ როგორ არა, გამიყიდია. საშუალოდ ერთ კილოგრამს 12 ლარად ვაბარებ. სხვათა შორის, ოზურგეთში რომ აზერბაიჯანიდან შემოაქვთ ჩირი, ის ერთი კილოგრამი 18-დან 25 ლარამდე ღირს. ეს არის ძალიან პერსპექტიული ბიზნესი. საერთოდ, რაც მეტია მოგება, მით უკეთესია, ასეთია ბიზნესის წესი, მაგრამ მე რომ მაღალი ფასი დავადო და მერე ვერ გავყიდო, რა გამოვა? ამიტომ ახლა მირჩევნია, ნაკლები ფასი და მეტი გასაღება. მერე კი უკეთესი შედეგი თავისით მოვა. დღეს იმდენი ტურისტი შემოდის, ადგილობრივ მოსახლეობაზე უფრო, ისინი იყენებენ ცუკატებს.

_ ბატონო ოთარ, რამდენი კილოგრამი კივი დასჭირდება 1 კგ ჩირის მიღებას?

_ სხვადასხვა ხილის ჩირს, მზა ფორმით, სხვადასხვა რაოდენობისა სჭირდება, მაგრამ ძალიან გასხვავებული _ არა. 1 კგ კივის ჩირის მისაღებად საჭიროა 4 ან 5 კილო ნახევრად მწიფე კივი. აღვნიშნავ, რომ ჩირის დასამზადებლად უკეთესია პატარა ზომის ჯიშის კივი. მეტი შაქრიანობა და არომატულობა აქვს, უფრო კარგადაც შრება.

_ ბატონო ოთარ, თქვენი აზრით ცუკატებს, ჩირს მურაბის ჩანაცვლება შეუძლია?

_ ეს იგივე მშრალი მურაბაა და დიდი გასავალი ნამდვილად ექნება, თუმცა, ჩანაცვლებაზე ვერაფერს გეტყვით. ძალიან პოპულარული რომ გახდება, ეს ნამდვილად მჯერა.

_ ალბათ, კივის პლანტაციებს კიდევ გააშენებთ. როგორ გარემო პირობებს უქმნით ხეხილს? ვხედავთ, სხვადასხვა კულტურა გაქვთ ეზოში.

_სულ ერთი ჰექტარი ფართობი მაქვს და აქ ყველაფერია თავმოყრილი. კივის ახალი ნარგავებიც გავაშენე. ძირითადად, გარემო პირობები შესატყვისია, ოღონდ ზაფხულში მორწყვა ხშირად სჭირდება. ამიტომ, ჩემს ჰესს ვიყენებ წყლის გადასატუმბად. ამჟამად წყლის ტუმბო მაქვს დაყენებული და მეზობლებსაც ვაწვდი. ძალიან გამომადგა. დენისთვის აღარ მჭირდება, მაგრამ, სამაგიეროდ, მთელი ზაფხულის განმავლობაში არ ვაჩერებთ _ ბოსტნეულს ხომ ვრწყავთ და კივის პლანტაციაც არაერთხელ ვიხსენი გახმობისგან. მდინარე დედაბერას მაცოცხლებელი ფუნქცია აკისრია ჩვენს უბანში, რომლის ძალამაც, აგერ რამდენი წელია, უამრავი საქმე გამაკეთებინა და მზის კოლექტორთანაც მიმიყვანა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

დავით ბაქრაძის ვიზიტის დეტალები

ხვედელიძე კენჭს ოზურგეთში იყრის?

ყველა სიახლე

სამართალი

სისხლიანი დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის

18:09; 12.12.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას!

17:17; 12.12.2025
ფინანსები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – 2025 წლის სექტემბერში ყველა პარტიამ ჯამში 6 909 602 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 59% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

17:05; 12.12.2025
სამართალი

ავარია ქობულეთში _ ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

16:59; 12.12.2025
ფინანსები

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 1 685 პენსიონერს ან მის მემკვიდრეს შეეხება

16:37; 12.12.2025
საზოგადოება

ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

16:28; 12.12.2025
საზოგადოება

ბენდუქიძის ფონდი 2026 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს 4 მლნ ლარით დააფინანსებს

16:00; 12.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:40; 12.12.2025
პოლიტიკა

საკადრო ცვლილებები ოზურგეთში

15:00; 12.12.2025
ფინანსები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

14:23; 12.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 20 ივნისზე ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება

14:14; 12.12.2025
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია

13:54; 12.12.2025
საზოგადოება

GCCA-მა ამანათებისა და ტვირთების გადამზიდი კომპანია შპს „ბარამი ლოჯისტიკსი” დააჯარიმა

13:39; 12.12.2025
default
საზოგადოება

როდის უნდა გაიხსნას ლანჩხუთი-ლესას ახალი 8 კმ-იანი მაგისტრალი

12:57; 12.12.2025
ფინანსები

მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება – ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard

12:45; 12.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო