საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ოპტიმალური იქნება, თუკი სტიქიით დაზარალებულებთან მიმართებაში კომერციული ბანკები ინდივიდუალური მიდგომით იხელმძღვანელებენ.
ქადაგიძის ინფორმციით. სიების დაზუსტება საბოლოო ფაზაშია და დაზარალებულთა დახმარების საკითხზე განცხადებას რამდენიმე დღეში თავად ბანკები გააკეთებენ.
"არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაზე ოპტიმალური იქნება ინდივიდუალური მიდგომა განხორციელდეს. იქ სადაც გადახდისუნარიანობა პრაქტიკულად ნულოვანია, განხორციელდეს სესხების და განსაკუთრებით სამომხმარებლო სესხების ჩამოწერა. რიგ შემთხვევაში მოხდეს მნიშვნელოვანი შეღავათის მიცემა – გადავადების და რესტრუქტურიზაციის სახით. რა თქმა უნდა, არც ჯარიმაზე და არც პროცენტზე საუბარი არ უნდა იყოს, თუმცა კონკრეტულად რა ტიპის დახმარება მოხდება საბოლოოდ, ამის თაობაზე თავად ბანკები რამდენიმე დღეში გააკეთებენ განცხადებას", _ აღნიშნა ქადაგიძემ და დასძინა, რომ
შექმნილ ვითარებაში ბანკების სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
"ჩვენ ჩართული ვართ ამ პროცესში და თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას – სიების დაზუსტებას. თუ საჭირო გახდა, შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას", განაცხადა ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სტიქია უარყოფით გავლენას ლარის კურსზე, სავარაუდოდ გავლენას ვერ იქონიებს.