The guardian საქართველოს დედაქალაქში სტიქიის შედეგად წარმოქმნილ დილემას ეხმაურება და ბეჭდავს სტატიას, როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები თუ ზოოპარკიდან გაპარულ ვეფხვს პირისპირ შეხვდებიან.
მისი ინფორმაციით, ვეფხვმა, რომელიც წყალდიდობის დროს ზოოპარკიდან გაიქცა, ოთხშაბათს კაცი მოკლა. ხუთშაბათს საქართველოს დედაქალაქის მთავრობამ განაცხადა, რომ სხვა ვეფხვი და აფთარი ისე იძებნება.
"მძიმედ შეიარაღებული სამთავრობო ძალები ხუთშაბათ დილიდან მუდმივად პატრულირებდნენ, რამდენადაც შეშინებული მცხოვრებლები უმნიშვნელო ხმაურზეც კი საგანგებო სამსახურებში რეკავდნენ. თუმცა, რა უნდა ქნან მათ, თუკი ვეფხვის წინაშე პირისპირ აღმოჩნდებიან?
THE GURDIAN ინდოეთის ეროვნული პარკის ტყის მცველის, ვიკი ფლინის, ასევე TIGERTIMES-ის მენეჯერის და ვეფხვების საბინადრო ტერიტორიაზე ვეტერანი მოგზაურის რჩევას აქვეყნებს:
●არ გაიქცეთ. ყველა სახეობის კატას,ვეფხვს დევნა სიამოვნებს.ბანჰავარგის ეროვნულ პარკში ვეფხვებისგან დამფრთხალმა სპილომ მხედარი გადმოაგდო. მაღალ ბალახში ახლომახლო 3 ვეფხვი იმყოფებოდა. მხედარს ინსტიქტებმა სძლია და ნელნელა უკან დაიხია, პატარა ნაბიჯებით მოშორდა მინდორს. ამისათვის 2 საათი დასჭირდა, მაგრამ ცოცხალია.
● არ მიუახლოვდეთ ვეფხვს. ვეფხვებს, განსაკუთრებით კი დატყვევებულებს, უცხო გარემო შეაშინებს და, სავარაუდოდ, ძალიან აღელდებიან. შორს დაიჭირეთ მათგან თავი.
● ადით სიმაღლეზე. ისინი კარგად ვერ დაცოცავენ, ამიტომ, როგორც წესი, ხეზე არ ამოგყვებიან.
●გაიმართეთ. ვეფხვები ერთმანეთისგან ვერ განასხვავებენ მოკუნტულ ადამიანს, ტახსა თუ ირემს. სწორედ ეს გახდა ვეფხვის მიერ ადაენმიანებზე თავდასხმის მიზეზი, რომლებიც დაცულ ტერიტორიებზე შეშას აგროვებდნენ.
● ნუ განაწყობთ ვეფხვს მტრულად. მას შემდეგ, რაც ბადჰავგარიში მოხუცმა კაცმა სახლში ვეფხვი აღმოაჩინა, სცადა, მისთვის ჯოხი ჩაერტყა, რასაც ემსხვერპლა. ვეფხვი თავს დაიცავს და ცოტა ადამიანს თუ შეუძლია თავის დაღწევა მისი თავდასხმის შემთხვევაში.
● ნუ მოშარდავთ ვეფხვის ტერიტორიაზე. ვეფხვები თავიანთ ტერიტორიებს ნიშნავენ და თუ თქვენც ასე მოიქცევით, ვეფხვი თქვენ საფრთხედ მიგიჩნევთ.
● თავი შორს დაიჭირეთ დაჭრილი ან მოხუცებული ვეფხვისგან. მათგან თავდასხმის ალბათობა მეტია და ადამიანებთანაც უფრო ხშირად შემოდიან კონტაქტში, რამდენადაც იოლ მსხვერპლს ეძებენ, ხშირად – პირუტყვს", _ აღნიშნულია The guardian-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.