სტიქიის ზონაში გაწმენდითი და სამძებრო სამუშოები ისევ მიმდინარეობს. თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფრის ტერიტორიაზე დღეს ერთი დათვი ამოიყვანეს.
როგორც უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენელი აცხადებს, კიდევ მინიმუმ სამი დათვია გალიებიდან ამოსაყვანი.
საბჭოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ცხოველების ლეშთან მიახლოება ვერეს კალაპოტის შეცვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.