საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სტიქიით მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს აღემატება.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა და მთავრობის წევრებმა დღეს დილით შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე ისაუბრეს.
"ჩვენ სტიქიის პირველი დღიდანვე ვგრძნობთ ჩვენი მეგობრების მორალურ თანადგომასა და მხარდაჭერას, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია", _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ბიზნეს-ფორუმზე ყველა იმ დონორს, რომელმაც დახმარების სურვილი გამოთქვა მადლობა გადაუხადა.