საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტების დაჯილდოების ინიციატივით რამდენიმე წუთის წინ საგანგებო შტაბის სხდომაზე გამოვიდა.
პრემიერის თქმით აუცილებლად უნდა დაფასდეს იმ ჟურნალისტების ნამუშევრები, რომლებმაც ამ მძიმე დღეებში თავდაუზოგავად იმუშავეს და სწორედ მ ათი დახმარევიბ გაიგო საზოგადოებამ ბევრი ადამიანის გმირობის შესახებ.
"გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ, განსაკუთრებით აღვნიშნოთ მათი წვლილი. რომ არა ისინი, ბევრი ფაქტი დარჩებოდა აღურიცხავი და მოსახლეობა, ჩვენი მომავალი თაობა, ვერ გაიგებდა გმირების შესახებ" – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.