პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით დღეიდან სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე თემატური ჯგუფები შეუდგებიან მუშაობას.
"ჩვენთვის ყველაზე მთავარია, გადავწყვიტოთ, რას ვუპირებთ იმ გზას, რომელიც დაზიანდა. გრძლევადიან პერსპექტივაში უნდა დავსახოთ გეგმები. მოგვიწევს მთელი ხეობის გადაგეგმარება. მნიშვნელოვანია სპეციალისტების აზრი.
ახლა მთავარია გამჭირვალობა და ყველას ჩართულობა. უცხოელი ექსპერტები არიან ჩართულები. კიდევ მოვიწვევთ ცნობილი კომპანიების წარმომადგენლებს, რომ კიდევ რაიმე შეცდომა არ გაგვეპაროს.
ამ პრობლემის გადაჭრა ვერცერთმა მთავრობამ ვერ შეძლო, ასე რომ ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ, რომ მომავალ თაობას არ დავუტოვოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, პირველი რიგის ამოცანაა შეტყობინების სისტემის დამონტაჟება და რაზეც გარემოს დაცვის სამინსიტრო უკვე მუშაობს.
"ასევე დავიწყებთ ნალექის მზომი მოწყობილობის დამონტაჟებას. თბილისის მერიას უკვე დაწყებული აქვს მოსახლეობის განსახლებაზე მუშაობა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და აქედან გამოვიდეთ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს,“–აღნიშნა პრემიერმა.