გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, სამაშველო სამსახურის ჯგუფთან ერთად თბილისის ზღვაზე პრევენციული ღონისძიებები ჩაატარეს.
ზღვის ზედაპირზე პატრულირების შედეგად ზედამხედველობის თანამშრომლებმა ბადეების ჩასაგები ჩაკიდული ტივტივები და გოდორყური აღმოაჩინეს. კანონდარღვევის ნივთები დაილუქა, ტერიტორია კი ბოთლებისაგან და პოლიეთილენის პარკებისაგან დასუფთავდა.
სწრაფი რეაგისრების ჯგუფი ადგილზე „საქართველოს გაშოლტვითი მეთევზეთა კლუბის“ და „საქართველოს კარპის მეთევზეთა კლუბის“ შეტყობინების საფუძველზე გავიდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, გარემოსდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ სამათალდარღვევებზე ინფორმაცია დეპარტამენტს ცხელი ხაზის 153-ის საშუალებით შეატყობინონ.