პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი, ესიისტი გიორგი კეკელიძე "ციფრული ფოტომატიანეს" შემქნისთვის და გასული წლის ბესთსელერად აღიარებული "გურული დღიურებისთვის" "წლის პროექტის" პრიზით სახე(ლ)ებმა" დააჯილდოვა:
_ წლის სახელების დაჯილდოებაზე, რომელიც საქველმოქმედო საღამოდ გადაკეთდა დაზარებულთათვის _ ციფრული ფოტომატიანესთვის (ჯეოსელისა და ბიბლიოთეკის პროექტი) და გურული დღიურებისთვის პრიზი გადმომცეს.
იქაც ვთქვი და აქაც მინდა გთხოვოთ – ჩოხატაურში, იმ სახლის წინ სადაც გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტი ცხოვრობდა, არის ",გურია ნიუსის'' ოფისი, რომელმაც გამოყო სივრცე და მინდა იქ თანამედროვე ბიბლიოთეკა გავაკეთოთ, თუ ახალი წიგნებით დამეხმარებით, გაგვახარებთ, _ წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე.
შეგახსენებთ, რომ "გურია ნიუსის“ ჩოხატაურის ოფისში, 13 ივნისს, ტრაგიკულად დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის თანამედროვე ბიბლიოთეკა გაკეთების იდეა გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის.
_ ვფიქრობ, რომ ამა დამიანების უკვდავყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. ივლიტა განათლებული გოგო იყო, მეტი ცოდნის მიღების სურვილით.
ამ ტრაგედიის შემდეგ, ერთადერთი რაც მოვიფიქრე მისი სახელობის თანამედორვე ბიბლიოთეკის გახსნაა – წიგნები, კომპიუტერები და ა.შ. ნაწილს ჩემი სახსრებით გავაკეთებ, ლიბ-ჯგუფის სახელით, დამეხმარებიან გამომცემლებიც და მოქალაქეებიც.
მადლობა გურია ნიუსს ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის. სიმბოლურია, რომ მისი ოფისი ივლიტას სახლის წინ მდებარეობს, ხოლო დარბაზის კედელზე, მის მიერ ბავშვობაში გაკეთებული წარწერებია შემორჩენილი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კეკელიძემ.
მისივე თქმით ეს იქნება ყველაზე თანამდროვე და კარგი ბიბლიოთეკა გურიის მაშტაბით.
აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკაში შენარჩუნებული იქნება ის კედელი, რომელზეც ივლიტა ჯიბუტმა საკუთარი ხელით, ცარცით წარწერა რამდენიმე წლის წინ დატოვა და რომელიც, რედაქციის კედელზე დღესაც ნათლად იკითხება.
“გურია ნიუსის“ გამომცემელი ია მამალაძე ამბობს, რომ ამ ინიციატივასთნ დაკავშირებით, ძალიან ბევრი საინტერესო და სასარგებლო იდეა არსებობს, რომელიც ახალგაზრდების განათლებას შეუწყობს ხელს; ეს კი ყველაზე მეტად მოუხდება განათლებული, გახსნილი, ცოდნისა და ადამიანური ღირებულებებით გამორჩეული გოგონას – ივლიტა ჯიბუტის, ასევე, ტრაგედიისას გარდაცვლილი ახალგაზრდების ხსოვნას.