ამ წუთებში სოფელ რეხასთან, რომელიც გორთან ახლოს მდებარეობს, ვეფხვს ეძებენ.
როგორც კურიერის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სოფლის ცენტრში ცოტა ხნის წინ უჩვეულოდ დიდი ნაკვალევი შენიშნეს და 112-ს დაუკავშირდნენ.
ცხოველი ქალმა საკუთარ ეზოში შენიშნა და უყვიროდა, რადგან ეზოში შინაური პირუტყვი ჰყავდა დაბმული. ცხოველმა პომიდვრების ნარგავში გაიარა და ნაკვალევი დატოვა, რადგან წუხელ გორში წვიმდა და მიწა სველია.
ცხოველი სხვა მამაკაცმაც შენიშნა, რომელიც ირწმუნება, რომ ეს ლომი იყო.
ადგილზე უკვე მობილიზებულია ადგილობრივი სამაშველო და პოლიციის ბრიგადები. ამ წუთებში ელოდებიან თბილისიდან სპეციალისტების ჩასვლას, რომლებიც უკვე გზაში არიან.
წყარო: rustavi2.com
ფოტო არქივიდან