ამერიკული კომპიუტერული გიგანტი "ეფლი" დღესდღეობით ყველაზე ძვირფასი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელმაც მსოფლიოში აღიარებულ "მაიკროსოფტსაც" კი გადაუსწრო.
ბოლო დღეებში ჩატარებული საფონდო ვაჭრობისას "ეფლის" ღირებულება 222 მილიარდი დოლარი აღმოჩნდა, მაშინ, როდესაც "მაიკროსოფტი" 219 მილიარდი ღირს.
საინტერესოა, რომ 1990-იან წლებში "ეიფლს" გაკოტრება ემუქრებოდა. არადა, 80-იან წლებში სტივ ჯობსის მიერ დაარსებული კომპანია "მაიკროსოფტის" უმთავრესი კონკურენტი კომპანია იყო.
"ეფლის" პოზიციები განსაკუთრებულად 2001 წლის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც კომპანიამ "აიპოდის" MP3 ფლეერი გამოუშვა, რომელიც მსოფლიოში გავრცელებულ აქსესუარად იქცა. მისმა პოპულარობამ "ეიფლის" კომპიუტერების გავრცელებასაც შეუწყო ხელი.
დღესდღეობით "ეფლი" ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპიუტერების, აუდიოფლეერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომლის შტაბ-ბინაც კალიფორნიის შტატის ქალაქ კუპერტინოშია განთავსებული. მისი თანამშრომლების რაოდენობა 35 ათასს აღწევს.