ოზურგეთში ხვალ, 26 ივნისს 12 საათზე ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი," ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის -"საქართველოში დეცენტრალიზაციის რეფორმის ხელშეწყობა"- ფარგლებში გამართავს შეხვედრას არასამთავრობო სექტორის, მედიის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისა და თვითმმართველობის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.
"სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარის, კოტე კანდელაკის თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, "მოქალაქეთა ჩართულობის დამატებითი ფორმების" შესახებ.
ჩართულობის ცენტრში ასევე გაიმართება წიგნის "ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 1991 – 2014 წლებში" პრეზენტაცია, რომელიც სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის მიერ ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით გამოიცა.