"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ქობანში ისევ შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ინფორმაციით, სასაზღვრო ქალაქში შეტაკებას 30 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
დაპირისპირებას ქობანში არაერთი ადამიანის სიცოცხლე უკვე შეეწირა
აღსანიშნავია, რომ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" სირიისა და ერაყის ტერიტორიების დიდ ნაწილს აკონტროლებს. მათ წინააღმდეგ ბრძოლაში ადგილობრივ არმიებს დასავლეთი ეხმარება.