Euronews-ის მოგზაურის დღიურებში საქართველოს რეგიონი კახეთი მოხვდა.
"კახეთი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ქვეყნის ღვინის წარმოებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. არქეოლოგების თქმით, ამ მიწაზე ყურძენი 8 000 წელზე მეტია რაც გაშენებულია, ამიტომ კახეთს ღვინის სამშობლოს ეძახიან", _ წერს გამოცემა.
Euronews-ის ცნობით, ალავერდის მონასტრის ისტორია მე-6 საუკუნიდან იწყება და ამ ტაძრის მიმდებარედ ენდემური ვაზის 104 ჯიში ხარობს. უნიკალური ქართული ღვინის გზა წლების წინ ბერებმა გაკვალეს.
"ღვინოს დამზადება მონასტრის დაარსების პირველივე დღეებიდან დაიწყო. საქართველოში ღვინის ტრადიცია პრიმიტიული ხანიდან მოდის და მნიშვნელოვან ქრისტიანულ სამყაროში მნიშვნელოვან როლს ასრულებს – თუმცა გაქრისტიანებამდე ხალხის ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილს შეადგენდა", _ ამბობს მამა გერასიმე, ალავერდის მონასტრის ბერი.
"ქართული ღვინის საიდუმლო ქვევრშია. ქვევრი დიდი თიხის ჭურჭელია, რომელსაც უძველესი დროიდან ღვინის ადუღებისა და შენახვისთვის გამოიყენება.
მიუხედავად იმისა, რომ ქვევრი მიწაშია ჩაფლული, ძველი ოსტატები მაინც აფორმებენ. ეს განსაკუთრებული დამოკიდებულების ნიშანია.
ბოლო დროს მონასტერი თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოიცვა, მაგრამ ის ღვინის დაყენების ძველ მეთოდს მაინც იცავს", _ აღნიშნულია გამოცემის ინფორმაციაში.
მამა გერასიმემ Euronews-ის ჟურნალისტს აჩვენა მარანი და აუხსნა ტრადიციულად მარანში ყურძენს ფეხით როგორ წურავენ.
"ქვევრი ქვებით მოფენილ იატაკშია ჩაფლული და როცა ივსება, ვლუქავთ და თავზე ქვიშას ვაყრით, რომ ტენიანობა ადვილად ვაკონტროლოთ”, _ ამბობს მამა გერასიმე.
"კახეთის თითოეულ სოფელში თავისებურად განსაკუთრებულ ღვინოს აყენებენ. ცოცხალ მემკვიდრეობას: ლექსები და სიმღერები, ხელოვნების და ხელნაკეთი ნივთების ნიმუშები წარმოადგენს.
ქალაქი, რომელსაც სიღნაღს უწოდებენ, ასევე ცნობილია როგორც სიყვარულის ქალაქი და გარდა ამისა, ხელოსნების ქალაქსაც ეძახიან, მე-18 საუკუნეში დაარსდა.
ვაზი სიმბოლური ძაფია, რომელიც ყველა თაობას ერთმანეთთან აკავშირებს.
ქართულ კულტურაში მევენახეობა მნიშვნელოვანია. მაგალითად წინაპრების გადმოცემის თანახმად, ჯერ ვაზი ხარობს, შემდეგ კი ოჯახი სახლდება იქ სადაც ვაზმა გიხარა. ხოლო ისტორიის მიხედვით, საქართველოში არაერთი დამპყრობელი ცდილობდა ვაზის ამოძირკვას, მაგრამ ის გადარჩა და გაძლიერდა.
ოჯახი ყურძნით მარტო ღვინოს არ აყენებს, არამედ ყურძნის წვენში ავლებენ ნიგოზს და ჩურჩხელას აკეთებენ. თითო ოჯახი სეზონზე 600-მდე ჩურჩხელას ამზადებს.
2-კვირიანი მზეზე გაშრობის შემდეგ კი ტკბილეული მზადაა.
ისევე როგორც ქვევრში ღვინო, ქართული ოჯახის კიდევ ერთი ტრადიცია სტუმართმოყვარეობაა. გამხმარი ვაზისგან საუკეთესო ნახშირის წარმოადგენს მწვადის შესაწვავად, რაც ქეიფისას ერთ-ერთი უმთავრესი კერძია.
როცა ღვინო საბოლოოდ დაყენდება, თითოეული კახელი სიამაყით დაგარწმუნებთ, რომ ეს მსოფლიოში საუკეთესოა.
როგორც მამა გერასიმემ თქვა: ღვინო არის ღვთისგან ბოძებული ძღვენი, რომელსაც ღმერთი მამაკაცის მუშაობის მეშვეობით გვაძლევს, რომ ჩვენი გული ბედნიერი, ორგანიზმი ძლიერი და სული სუფთა იყოს", _ აღნიშნულია Euronews-ის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.