დიდუბის რაიონში, ვახტანგ და ეგნატე ფიფიების ქ.N5-ში ავარიული სახლის საძირკველის, სარდაფისა და საცხოვრებელი ფართის კედლების გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა.
პარალელურად, წერეთლის გამზირზე N3- კორპუსში, სოხუმის ქ. N8-ში, გორის შესახვევ N6-სა და N12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში საძირკველი გამაგრდა, ხოლო თევდორე მღვდლის 1 ჩიხის . N5-ში საძირკველის გამაგრებასთან ერთად, სარდაფსა და პირველ სართულს შორის სეისმური სარტყელის და სართულშუა გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა.
საცხოვრებელი სახლების გამაგრებით სამუშაოებს რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 90%-ით აფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, სამუშაოების 10%- იხდის.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარდგენილი პროექტები დიდუბის რაიონის გამგეობამ 136 887 ლარით დააფინანსა.
ივნისში დიდუბის რაიონის გამგეობაში ხვადასხვა თხოვნით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან 77 განცხადებაა შესული. ამხანაგობების მიერ შემოტანილი განცხადებების განხილვა და დაფინანსება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.