საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, ერთობლივი ღონისძიების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლისას, 1971 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე აჰმეთ სამი ონეი დააკავეს.
აღნიშნული პირი ანკარის ინტერპოლის მიერ 2014 წლის 21 თებერვლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
აჰმეთ სამი ონეი დამნაშავედ ცნეს თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 103/1-ე, 53/1-2-3-ე, 103/6-ე და 62-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.