მიმდინარე წლის 2 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით, დედაქალაქში ჩასატარებელ ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით, მომსახურე პერსონალისა და მონაწილეთა პირთა შეუფერხებელი და დროული გამოცხადების მიზნით, საგამოცდო ცენტრბში მისასვლელად ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა.
დამატებითი მარშრუტები დაინიშნა მეტროსადგურ ,"ახმეტელის თეატრიდან" მუხიანის დასახლებაში არსებული #175 საჯარო სკოლისა და მეტროსადგურ ,"ვარკეთილიდან" მე–3 მასივში არსებული #117 საჯარო სკოლის მიმართულებით.
ასევე დამატებითი მოძრავი შემადგენლობა იქნა გათვალისწინებული მეტროსადგურ ,"დელისიდან" ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის #13 მარშრუტზე. დამატებითი მარშრუტები დილის 6 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებენ.
გარდა ამისა, დედაქალაქში სხვასხვა საგამოცდო ცენტრებამდე დროულად გადაადგილების მიზნით ამჟამად მოქმედ №14, 21, 24, 51, 140, 150 მარშრუტებზე განისაზღვრა დამატებითი მოძრავი შემადგენლობები.