პარლამენტის წევრებმა მე-6 და მე-7 მოწვევის პარლამენტის ყოფილი წევრის, ალექსანდრე შალამბერიძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
"კოლეგებო, დღეს, სანამ სხდომას დავიწყებდით, სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. გარდაიცვალა საქართველოს პარლამენტის რამდენიმე მოწვევის წევრი, ბატონი ალექსანდრე შალაბერიძე, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ძალიან ახლოს და კარგად ვიცნობდით. გთხოვთ, წუთიერი დუმილოთ პატივი ვცეთ გარდაცვლილი ყოფილი პარლამენტის წევრის ხსოვნას", _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.