ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საფეხბურთო კლუბმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია. ახალგაზრდა ფეხბურთელები ალ. ბოლქვაძის სახელობის ტურნირის გამარჯვებული გახდნენ.
ტურნირი ქალაქ ბათუმში გაიმართა. ნახევარფინალსა და ფინალში ერთმანეთს 8 საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდა. ბახვის საფეხბურთო კლუბმა საფინალო შეხვედრაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.
ჩემპიონები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დააჯილდოვა და სამომავლო მხარდაჭერა აღუთქვა.
კლუბის მთავარი მწვრთნელის, გოჩა კრასოტკინის თქმით, ახალგაზრდა ფეხბურთელები ახალი ტურნირებისთვის იწყებენ მზადებას და მომავალში კიდევ ერთხელ აპირებენ გულშემატკივრების გახარებას.