დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგელის, მერაბ ჭანუყვაძის თქმით, 100%-იანი გრანტის მიმღებ აბიტურიენტებს მუნიციპალიტეტის გამგეობა საჩუქრად 3 000 ლარს, ხოლო აღმზრდელ სკოლას 1 000 ლარს გადასცემს.
განათლების წახალისების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამით 2015 წლის ბიუჯეტში 50 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ინიციატივა ფრაქცია "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის, რაც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ბიუჯეტის დაგეგმვისას სრულად გაიზიარა და განათლების წახალისების მიზნით, საგანმანათლებლო პროგრამით 2015 წლის ბიუჯეტში 50 ათასი ლარი გაითვალისწინა.
აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 100%-იანი გრანტის მიმღებ აბიტურიენტებს მოხმარდება.