ფილიპინების კუნძულ ლეიტიზე სამგზავრო ბორანი, რომლითაც 200-მდე ადამიანი მგზავრობდა, ჯერ-ჯერობით უცნობი მიზეზის გამო კატასტროფაში მოჰყვა.
THE WASHINGTONPOST-ის ინფორმაციით, კატასტროფის გამო 36-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 19-მდე დაიკარგა.
როგორც ცნობილია, მაშველებმა 118-მდე ადამიანის გადარჩენა უკვე შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ.