ანგელა მერკელი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ჩაცმის მოკრძალებული სტილით არის ცნობილი, ისევე, როგორც ევროპელ პოლიტიკოსთა უმეტესობა. თუმცა, ანგელა სხვადასხვა სახის ნივთის, მათ შორის ტანსაცმლისა და კონსერვის ქილების ყიდვისადმი მიდრეკილებით გამოირჩევა მათგან. არაერთი ანალიტიკოსი კანცლერის ამ უჩვეულო ქცევას შემდეგნაირად ხსნის:
მერკელი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში იზრდებოდა, სადაც დეფიციტი მაღაზიებში ხშირი მოვლენა იყო და სწორედ დეფიციტისადმი შინაგანი შიშით აიხსნება მისი ეს უცნაური ქცევა.
ბარაკ ობამა
ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს ერთი მავნე ჩვევა: ობამა ქალების მიმართ ფამილარობაშია შემჩნეული – ხშირად სრულიად უცნობ მანდილოსნებს "ძვირფასოთი" მიმართავს. ერთი შეხედვით, კანონგარეშე ამაში არაფერია, თუმცა, ამერიკული კანონმდებლობა ცნობილია, როგორც ფემინისტების დამცველი და თუკი მავანი ქალბატონი ობამას "ძვირფასოს" სხვანაირად გაიგებს, მას ყველა უფლება ექნება პრეზიდენტს არშიყობაში დასდოს ბრალი.
ალექსანდრ ლუკაშენკო
დასავლეთში "ევროპის უკანასკნელ დიქტატორად" წოდებულ ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს, გავრცელებული ცნობის თანახმად, დაბადების თარიღი აქვს შეცვლილი: პასპორტის მიხედვით, ლუკაშენკო 30 აგვისტოს არის დაბადებული, თუმცა, 2009 წელს მან განაცხადა, რომ 31 აგვისტოს დაიბადა, ანუ იმავე რიცხვში, როცა მისი უმცროსი ვაჟი გაჩნდა. ლუკაშენკოს ამ უცნაური სურვილის შემდეგ მისი დაბადების თარიღი ყველა ოფიციალურ დოკუმენტსა და წყაროში გადაკეთდა.
კიმ ჩენ ირი
ჩრდილოეთ კორეაში აკრძალულია დასავლური კინემატოგრაფი და მხოლოდ მათ ლიდერს, უკვდავ კიმ ჩენ ირს აქვს საშუალება ეზიაროს კინოშედევრებს. ბელადი განსაკუთრებით ყოფილა გატაცებული ჰონკონგური კინემატოგრაფით და 70-იანი წლების ბოლოს, მისი უშუალო ბრძანებით ჰონკონგიდან ვარსკვლავი მსახიობი ჩოი იუნ ჰი და მისი მეუღლე გაუტაცებიათ ჩრდილოკორეულ სპეცსამსახურის თანამშრომლებს, რათა ამ უკანასკნელებს ბელადის მიერ დაწერილი სცენარების მიხედვით გადაღებულ ფილმებში ეთამაშათ.
ათწლიანი ტყვეობის განმავლობაში მსახიობებმა შვიდ ფილმში მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც გაქცევით უშველეს თავს "სტუმართმოყვარე" ჩრდილოეთ კორეიდან.