ბარაკ ობამას პირადობის მოწმობის ასლს, სავარაუდოდ, გასაყიდად გაიტანენ. რამდენიმე დღის წინ ამ ინიციატივით ჰავაის შტატის საკანონმდებლო ორგანო გამოვიდა.
კანონმდებლების აზრით, ამით ისინი შეეცდებიან ობამას არაამერიკელობის მითის დამსხვრევას და იმის დამტკიცებას, რომ იგი ჭეშმარიტად არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე.
საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ ობამას ამერიკის მოქალაქეობაში ეჭვი მის ოპონენტებს უკვე დიდი ხანია ეპარებათ.
ოფიციალური ვერსიით ბარაკ ჰუსეინ ობამა დაიბადა ჰონოლულუში 1961 წელს – ორი წლის შემდეგ, რაც ჰავაი ოფიციალურად გახდა ამერიკის ერთ-ერთი შტატი. მოგვიანებით ობამამ საკუთარი ხელით გაავრცელა პირადობის მოწმობის დასკანირებული ვერსია და საჯარო გახადა ინფორმაცია საკუთარ თავზე.