ხვიჩა დიდია, ზურა კეკელიძე, სოსო კალანდაძე, კახა სიხარულიძე, ნიკა კუტალაძე, გურამ ბურჭულაძე, ირაკლი ბენდელიანი, შაკო ბაბულეიშვილი _ ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც, მთელი დღეა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ზაალ მამალაძესთან და საკრებულოს წევრებთან _ გოჩა თოდრიასთან და მაია გიორგაძესთან ერთად "ივლიტას ბიბლიოთეკის" სარემონტო სამუშაოებს ასრულებენ.
უკვე დასრულებულია კედლის სერესტავრაციო სამუშაოები, ხვალ უნდა გაილაქოს.
პარალელურად მიმდინარეობს წიგნების შემოტანა "გურია ნიუსის" რედაქციის ოფისებში. ამ დროისთვის 500-ზე მეტი წიგნია მიღებული.
რას შეეხება შემოწირულებობს _ დღეის მდგომარეობით "გურია ნიუსის" ანგარიშზე "ივლიტას ბიბლიოთეკისთვის" ჩარიცხული თანხები ასეთია: ჩოხატაურის კომპლექსური სასპორტო სკოლა _ 12 ლარი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო _ 110 ლარი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა _ 12 ლარი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება _ 15 ლარი; ლალი ღოღელიანი, სტუ-ს პროფესორი ლაშა ტატულაშვილი _ 100 ლარი; თეა ბაიაჯანი _ 30 ლარი; მიხეილ ნიშნიანიძე _ 50 ლარი; შპს "ჩოხატაურის ავტოსერვისცენტრი" _ 100 ლარი; დავით შვანგირაძე _ 50 ლარი; დაბა ჩოხატაურის ადმინისტრაცია _ 50 ლარი; ნონა ჯიბლაძე _ 30 ლარი; მარიეტა ციმაკურიძე _ 10 ლარი; მიხეილ მარი _ 100 ლარი.