ამერიკული საავტომობილო სერიის NASCAR-ის პილოტი ოსტინ დილონი რბოლის დროს დამცავ ბარიერს შეეჯახა.
CNN-ის ინფორმაციით, ავარიის შედეგად 13 მაყურებელი დაშავდა. დაშავებულებიდან რვამ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა, ოთხს იქვე აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარება, ერთი კი- საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ცნობილია, მრბოლელს სერიოზული ტრავმები არ მიუღია. ექიმების თქმით, მან მხოლოდ ხელი დაიზიანა.
აღსანიშნავია, რომ დილონი იმავე მე-3 ნომრით ასპარეზობდა რბოლაზე, რითაც დეილ ერნჰარდტი, რომელიც დაიტონაში 2001 წელს რბოლის დროს შეჯახების შედეგად დაიღუპა.
„ვამაყობ, იმით რომ დამცავი ღობე მუშაობდა. ჩვენ აუცილებლად შევისწავლით და გავაანალიზებთ მომხდარს“, _ თქვა ავტობანის პრეზიდენტმა ჯოი ჩითვუდ მესამემ.
ავარიის გამომწვევ მიზეზად ცუდი ამინდი სახელდება.