ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სწავლულებმა გაარკვიეს თუ როგორ უნდა მოვადუღოთ იდეალური ჩაი. მათი აზრით, მთავარი ინგრედიენტი მოთმინებაა.
მათ გამოთვალეს, რომ ჩაი უნდა დავლოთ მომზადებიდან მხოლოდ ექვსი წუთის შემდეგ, დალევის დაწყება კი, აუცილებელია დაყენებიდან არაუგვიანეს 17.5 წუთამდე, ვინაიდან სწორედ ეს დროა სასმელისთვის იდეალური.
ამის შემდეგ ტემპერატურა 45 გრადუსამდე ეცემა, რაც ნეგატიურად აისახება მის გემოზე. ამ სასმელისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა 60 გრადუსია, ხოლო ჭიქა ჩაიში რძის იდეალური რაოდენობა – 10 მილილიტრი.
ერთ-ერთი რძის პროდუქტების კომპანიის მიერ შეკრებილმა მკვლევართა ჯგუფმა 180 საათი გაატარა ლაბორატორიაში, სადაც მათ ტესტირება ჩაუტარეს ჩაის მომზადების სხვადასხვა მეთოდს. მოხალისეებს 285 ჭიქა ჩაის გასინჯვა მოუხდათ.
დადგენილია, რომ ბრიტანელები დღეში 165 მილიონ ფინჯან ჩაის მიირთმევენ, ანუ წელიწადში – 60.2 მილიარდს.