ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" დაღუპული დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, მამა ილია კარტოზიას საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ უმაღლესი ჯილდო მიანიჭა:
_ აწ გარდაცვლილ არქიმანდრიტ ილია კარტოზიას სსიპ "საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს" წარდგინების საფუძველზე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) მიანიჭა უმაღლესი ჯილდო – ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის.
ეს არის ისტორიული მოვლენა და მამაო ილია (სამწუხაროდ აწ გარდაცვლილი) არის პირველი ქართველი ვინც ასეთი დონის უმაღლესი საერთაშორისო საზღვაო ჯილდო მიიღო! უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული, _ აღნიშნავს საზღვაო ტრანსპრტის სააგენტოს ხელმძღვანელი მამუკა ახალაძე.
არქიმანდრიტი ილია კარტოზია სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისათვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის, “სამოქალაქო თავდადებისათვის” (სიკვდილის შემდეგ) პრეზიდენტმა მარგველაშვილმაც დააჯილდოვა.
შეგხასენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში, ბორან “ნორმან ატლანტიზე” ხანძარი გასულის წლის 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.
მამაომ, საკუთარი ციცოცხლის ფასად სიკვდილს ბევრი ადამიანი გადაარჩინა.