9 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სტიქიის ზონის ( მდ. ვერეს აუზის) აეროფოტო გადაღებას განახორციელებს.
აეროგადაღება დაახლოებით 200 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიას მოიცავს. შედეგად მიღებული მონაცემები სტიქიით მიღებული ზარალის შეფასების ზუსტი ანალიზისა და შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.