კანადაში ძლიერი ხანძრისგან 15-მდე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მაშველებმა მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
CBC-ის ინფორმაციით, ხანძრის კვამლი კოლორადომდე აღწევს.
როგორც პარლამენტის წევრმა, რობ კლარკმა განაცხადა, 13 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას ჰაერიდანაც ცდილობენ, თუმცა ცეცხლი ხეებს მაინც სწრაფად ედება.
ქალაქ სასკანდევიჩის მერმა მოქალაქეებს მოხალისედ წასვლისკენ მოუწოდა.
როგორც მან განაცხადა, ქალაქში დამატებით 250-მდე მეხანძრეა საჭირო ცეცხლის ჩასაქობად.