დაახლოებით ერთი საათის წინ, ცენტრალური მაგისტრალის ჯურუყვეთის მონაკვეთზე, "მაქსფაუერპეტროლის" ბენზინგასამართ სადგურთან ავტოავარია მოხდა, რომლის შედეგადაც სამი ავტომობილი დაზიანდა.
თვითმხილველთა თქმით, ლანჩხუთის მიმართულებით მოძრავი მინი-სატვირთო მანქანას, რომელიც ბენზინგასამართ სადგურში შესვლას აპირებდა, იმავე მიმართულებით მოძრავი ჯიპის მარკის ავტომობილი უკნიდან დაეჯახა, რის შედეგადაც მინი-სატვირთო მანქანამ წონასწორობა დაკარგა და ბენზინგასამართ სადგურზე მდგარ "მერსედესის" მარკის ავტომანქანას შეეჯახა.
საბედნიეროდ, შემთხევვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მგზავრებმა მცირედი დაზიანებები მიიღეს, მათ შორის ორი არასრულწლოვანი იყო.