მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ოდესაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 65 წლის ამირან ებრალიძე მოკლეს, არასწორია _ როგორც "გურია ნიუსს" მისმა ოჯახის წევრებმა უთხრეს, ამირან ებრალიძე იტალიაშია და მას ამ დილითაც ესაუბრეს:
_ სკაიპით ვესაუბრეთ. იტალიაშია. არ ვიცით, ვინ და რა მიზეზით გაავრცელა ასეთი ინფორმაცია, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას ებრალიძის ახლობლებმა.
მათივე თქმით, ინფორმაცია, რომ ებრალიძის მოკლეს, მედიიდან გაიგეს:
_ ასე როგორ შეიძლება?! წავიკითხეთ, რომ მოკლეს. ყველამ შოკი მივიღეთ. მოკლესო, დაწერეს და ამ დროს კაცი ცოცხალია სანამ გადავამოწმებდით, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ვიქნებოდით?! როცა ინფორმაციას ავრცელებენ ხომ უნდა გადაამოწმონ?! ან ვინმემ არ უნდა აგოს ამისთვის პასუხი?! _ აღშნავენ ებრალიძის ოჯახის წევრები ჩვენთან საუბრისას.