"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "მოამბისათვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისაგან მიიღო პირობა, საქართველოს მოსახლეობისათვის რუსეთის ვიზები გამარტივებასთან დაკავშირებით.
"ჩემი თანდასწრებით იქნა დამატებითი განკარგულებები გაცემული იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული კატეგორიის მოსახლეობას მაქსიმალურად გაუმარტივდეს ვიზების მიღების შესაძლებლობა. ამას მოსახლეობა ძალიან მალე იგრძნობს. ასევე, კიდევ უფრო გაფართოვდება იმ საქონლის სია რაც რუსეთის ბაზარზე გაგვაქვს. ხვალ დილიდანვე შევეხმიანები საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს, მზად ვარ ჩავაყენო ისინი საქმის კურსში ამ ვიზიტის შედეგების შესახებ, მათ შორის იმ შედეგებზე, რომელზეც მე ღია ეთერში არ ვსაუბრობ. იმედი მაქვს ისინი გამოიყენებენ იმას, რაც მე სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გავაკეთე. თუ ეს ასე არ მოხდება, ამაზე უკვე ღიად და საჯაროდ ვისაუბრებ" – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.