ტაიფუნმა ჩან-ჰომ ჩრდილოეთ კორეას გადაუარა.
THE CHOSUNILBO−ს ცნობით, ტაიფუნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათეულობით მოსახლემ საცხოვრებელი სახლი დაკარგა.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს ცნობით, 12 აეროპორტში საერთაშორისო რეისები გაუქმდა და პორტში 163 გემი გაჩერდა.
კორეის მეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით, ტაიფუნმა ჩან-ჰომმა, რომელმაც ჩრდილოეთ კორეაში სანაპირო ზოლს შაბათ კვირას გადაუარა, ორშაბათს ჩაწყნარდა.
როგორც ცნობილია, ტაიფუნმა ჩინეთს, იაპონიასა და ტაივანსაც გადაუარა, სადაც 2 მილიონამდე მოსახლემ საცხოვრებელი სახლი დაკარგა.