მექსიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი ჯოან სებასტიანი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.
BBC− ის ინფორმაციით, ის ცნობილი იყო სენტიმენტალური სასიყვარულო სიმღერებით. მას ხშირად სახალხო პოეტსაც უწოდებდნენ.
ბავშვობოს შემდეგ ჯოანმა გადაწყვიტა ცხოვრება მუსიკისთვის მიეძღვნა და სიმღერების სერიები გამოუშვა, რომლებიც ჰიტებად იქცა.
ჯოან სებასტიანი 5− ჯერ გრემის და 7−ჯერ ლათინური გრემის გამარჯვებული გახდა.
ჯოან სებასტიანმა ლათინური პოპისა და მექსიკური ე.წ. სარანჩო სტილის 50−ზე მეტი მუსიკალური ალბომი გამოსცა.
როგორც ცნობილია, მას ძალიან უყვარდა ცხენები და დოღი, რის გამოც ხშირად აწყობდა შეჯიბრებებს. ამიტომ ჯოან სებასტიანს „ჯაროპეოს მეფე“ შეარქვეს.