გლდანში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განაცხადა, სადაც ის დაშავებულების სანახავად იმყოფებოდა.
მინისტრის ინფორმაციით, ორივე გოგონას მდგომარეობა კრიტიკულია.
"ორივეს მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთ მათგანს უახლოეს პერიოდში გადაიყვანენ დამწვრობის ცენტრში. ორივე რეალურად კრიტიკული მდგომარეობაა, თუმცა ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათი სიცოცხლის გადასარჩენად. კიდევ ერთი დაზარალებული გადაყვანილია სხვა კლინიკაში. გარდა ამისა, ორი არის ორსული ქალბატონი, რომელთაც დაზიანება არ ჰქონდათ, მაგრამ გადაწყვიტეს, მკურნალ ექიმთან გაიარონ კონსულტაცია", _ განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ გლდანის მე-6 მიკრორაიონში, აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ამ დროისთვის დადასტურებული ცნობით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ორს ნანგრევებში ეძებენ, 4 პირი კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.