რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ.საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის თაობაზე ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციულ საზღვართან ახალი სადემარკაციო ნიშნების აღმართვამ რეგიონში დაძაბულობა გამოიწვია, რაც ნეგატიურ გავლენას მოახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზე.
განცხადების თანახმად, პროვოკაციული ნაბიჯები თავიდან უნდა იქნას აცილებული.
"ევროკავშირი და მისი სადამკვირვებლო მისია ყურადღებით ადევნებს თვალყურს სიტუაციას. დაძაბულობის შემცირების მიზნით, ჩვენ თავშეკავებისა და არსებული – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გამოყენებისკენ მოვუწოდებთ. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში." – ნათქვამია ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved