ტოკიოში ძლიერი ქარიშხალია. ტაიფუნ "ნანგკას" გამო კუნძულ სიკოკუზე165 ავიარეისი გადაიდო და მატარებლების მიმოსვლა შეფერხდა. ოკეანესთან ახლო მდებარე მაგისტრალები კი დაიხურა.
REUTER-ის ინფორმაციით, 100 000-მდე ადამიანი ევაკუირებულია. ადიდებულ წყალს 2 მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 35-მდე დაშავებულია. მიმდებარე ტერიტორიაზე 400 000-მდე მაცხოვრებელს ხელისუფლება სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
მეტეოროლოგების ცნობით, შტორმი, რომელსაც ტროპიკული ხილის სახელი დაარქვეს, ტოკიოში პარასკევს დაიწყო და სავარაუდოდ კვირამდე გაგრძელდება.ის ასევე ტოკიოს სხვა დასახლებებსაც ემუქრება.