დღეს ქალაქ ოზურგეთში მშვიდობიანი აქცია იგეგმება.
"მეგობრებო, 18:00 საათზე ჭადრების პარკში, კინოს წინ ერთად გავაპროტესტოთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსია და დავანახვოთ მსოფლიო საზოგადოებას რაც ხდება და ისიც, რომ ჩვენ ამ ყველაფერთან შეგუებას არ ვაპირებთ!" – წერს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლევან სიხარულიძე.