გლდანში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 29 წლის ქალი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გუშინ გარდაიცვალა.
დაშავებულს დამწვარი ჰქონდა მთელი სხეული და სასუნთქი გზები. იგი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა. ექიმების შეფასებით ის უმძიმეს მდგომარეობში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი ლიკა ფაცაცია იუსტიციის სახლში ხანგრძლივი სივრცის ოპერატორად მუშაობდა.
გლდანის მე-6 მიკრორაიონის #2 კორპუსში აფეთქება 14 ივლისს მოხდა. აფეთქების შედეგად, 6 ადამიანი გარდაიცვალა. 45 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.