დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კახა მამულაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, კახი მამულაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა . ადვოკატი მისთვის გირაოს შეფარდებას 10 ათასი ლარის ოდენობით ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
კახა მამულაშვილი სამართალდამცავებმა გუშინწინ დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მისი პირადი ნივთების ჩხრეკისას, პოლიციამ სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინა.