სულ რამდენიმე დღეა რაც დაიწყო გრიგოლეთის საფეხბურთო ბაზის ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქცია. ამ ეტაპზე ძველი შენობის დემონტაჟი უკვე განხორციელებულია და მიმდინარეობს ახალი კორპუსის ფუნდამენტის ჩამოსხმა. გრიგოლეთის ბაზის საცხოვრებელი კორპუსის მაკეტი და პროექტის დეტალები ასე გამოიყურება:
"გურიას‘" გრიგოლეთის ბაზის საცხოვრებელი კორპუსი ორი სართულისგან შედგება.
პირველი სართული გათვლილია 22 პერსონაზე, მისი საერთო ფართია 338,45 კვ.მ. აქედან დერეფანი – 62,48 კვ.მ -ია,. ტექნიკური ოთახი – 2,1 კვ.მ, ხოლო. საკონფერენციო დარბაზი – 62 კვ.მ.
რვა ნომერზე მოდის 143,24 კვ.მ. ორი ნომერი ოთხადგილიანია (თითოეული 22,67 კვ.მ.), ორიც – სამადგილიანი (თითოეული 18,33 კვ.მ.), ხოლო 4 – ორადგილიანი (15,12 კვ.მ.-დან 15,5 კვ.მ.-მდე). ყველა ნომერს ცალკე აქვს სველი წერტილები , რომელთა ჯამური ფართია 28,86 კვ.მ. ცალკე მოეწყობა საუნა თავისი ნომრებით – 36,87 კვ.მ.
მეორე სართულის საერთო ფართია 270,3 კვ.მ. და ის გათვლილია 24 პერონაზე. ათ ნომერზე მოდის 156,03 კვ.მ. აქედან 2 ნომერი ოთხადგილიანია (თითოეული 22,67 კვ.მ.), ხოლო 8 – ორადგილიანი (12,6 კ.მ.-დან 15,5 კ.მ.-მდე). აქაც ყველა ნომერს ცალკე აქვს სველი წერტილები – ჯამური ფართია 20,20 კვ.მ.,ამას გარდა ორ მხარეს არის ვერანდა – 42,64 კვ.მ. ( თითოეული – 21,32 კვ.მ.) და დერეფანი – 51,43 კვ.მ.
საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, გეგმით 20 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. სამუშაოებს შპს "modern archirectural group‘" ასრულებს და მასზე დაახლოებით, 350 ათასი ლარი დაიხარჯება.
რაც შეეხება ბაზის სხვა ობიექტებს, სასადილო კორპუსი ნორმალურ მდგომარეობაშია. იქვე, ორ კერძო სასტუმროში დაბანაკებული ლანჩხუთელთა გუნდი, სწორედ ამ სასადილოში იკვებება. სავარჯიშო მოედანიც კარგად გამოიყურება და სამომავლოდ, მინიმუმ ერთი სათამაშო მოედნის გაკეთებაა დაგეგმილი.