განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს დაესწრო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ბაილეთის საჯარო სკოლაში რემონტი მიმდინარეობს. რემონტდება რამდენიმე საკლასო ოთახი და შენობის გარე ფასადი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პირველი ეტაპის სამუშაოები და სკოლის სრულ რეაბილიტაციაზე ზრუნვას სამინისტრო უმოკლეს ხანში დაიწყებს.
სარემონტო სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი დაესწრნენ.