წინასასეზონო სამზადისში მყოფმა ლანჩხუთის "გურიამ" გრიგოლეთის ბაზის სტადიონზე სამი ამხანაგური სპარინგი გამართა. ჯერ თერჯოლის "საპოვნელას" მოუგო 3 : 2 (გოლები – ჯიქია, ზაქრაძე, წილოსანი ), მერე კი ხობის "კოლხეთი" გაანადგურა – 5 : 0 (გოლები – წილოსანი (2), ციცხვაია (2), ნარიაშვილი).
რაც შეეხება მესამე მატჩს, გურულების მეტოქე უმაღლესლიგელი მარტვილის "მერანი" იყო. პირველი ტაიმი სტუმრებმა ერთი გოლით იმარჯვეს, მეორეში კი კახა გოგიჩაიშვილის შეგირდებმა სამი უპასუხო ბურთი გაიტანეს და 3 : 1 მოიგეს. გოლები ჯიქიამ, ციცხვაიამ და მოსიაშვილმა გაიტანეს.
"გურიას" შემადგენლობა ამ თამაშში ასე გამოიყურებოდა – დაუშვილი, ჩადუნელი, ორბელაძე, გელაშვილი, კილაძე, მაისურაძე, ჩიკვილაძე, მოსიაშვილი, ზაქრაძე, შალამბერიძე, ჯიქია.
შეცვლაზე შევიდნენ – ნოზაძე, ლ. მჭედლიშვილი, გაბრიჩიძე, ვ. წილოსანი, კობერიძე, ხიზანეიშვილი, ციცხვაია, რეხვიაშვილი.
მომდევნო ამხანაგურს გურულები გრიგოლეთში 22 ივლისს გამართავენ ფოთის "კოლხეთთან".