რუსეთის მცოცავი ოკუპაცია და საზღვრის უკანონოდ გადმოწევის ფაქტები გააპროტესტეს იტალიაში, მილანში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა.
ემიგრანტებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს და საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.
"მეც საქართველოს რიგითი შვილი ვარ, ემიგრანტი, ვცხოვრობ მილანში. რუსეთის პოლიტიკის, მათი ქმედებების მიმართ, მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ გამოვხატავ ჩემს თავისუფალ აზრს. ვგმობ პუტინის ხელისუფლებას და მის პოლოტიკას. ჩვენ როგორც ემიგრანტებს, ძალიან გვტკივა ის პროცესები რაც საქართველოში ვითარდება. ასე შორს ყოფნა ამ ტკივილს კიდევ უფრო გვიორმაგებს. ვთხოვთ ჩვენს ხელისუფლებას ცოტა უფრო აქტიურად ჩაერიოს ამ საკითხის მოგვარებაში. თორემ შეიძლება ხვალ ან ზეგ მავთულხლართები თბილისშიც ვიხილოთ. ყველა ქართველი უნდა დავდგეთ ერთად და ვერც რუსეთი და ვერც ვერავინ დაკვალებს რამეს"- თქვა ქართველმა ემიგრანტმა გიორგი აზმაიფარაშვილმა.
"აქცია მცირერიცხოვანია, რადგან ემიგრანტები უცხოეთი საკუთარ თავებს არ ვეკუთვნით, თავისუფალი დრო ბევრი არ გვაქვს და ჩვენი სურვილისამებრ ვერ ვთავისუფლდებით. მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქ ბევრნი არ ვართ, ჩვენ გადმოვცემთ იტალიაში მცხოვრები ქართველების გულისტკივილს. ვგომბთ რუსულ აგრესიას". – ამბობს კიდევ ერთი ემიგრანტი ლელა გოგოლაძე.